პროექტებთან დაკავშირებით შესწავლილი მასალები დამეხმარა წარმომედგინა სასწავლო პროექტის გეგმა და დამხმარე მასალები. გავიზიარეთ ერთმანეთის ნამუშევრები და განვსაზღვრეთ დადებითი მხარეები. შევქმენით პორთფოლიო, თითოეული პროექტი ავტვირთეთ საქაღალდეში და განვათავსეთ ბლოგზე. მოვახდინეთ პროექტის პრეზენტაცია.
Saturday, November 10, 2018
დღეს გავეცანით კითხვების დასმას, ფასილიტაციის რესურსების შექმნა- შემუშავებას. ასევე ვისწავლეთ, თუ როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტზე დაფუძნებულ სწავლების წარმართვისას, როგორ გამოვიყენოთ ეფექტურად ტექნოლოგიები სწავლების ხარისხის ხელშესაწყობად.
Sunday, November 4, 2018
განვიხილეთ მეექვსე მოდული დიფერენცირებული სწავლების შესახებ. გავაკეთეთ პრეზენტაციები თემაზე; სწავლის ტიპები. განსხვავებული საჭიროების გათვალისწინება დაგეგმვის პროცესში. დოკუმენტების შექმნა
გავეცანით უკუკავშირის სახეებს, კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემის ზოგად წესებს. განვიხილეთ როგორ მოვიპოვოთ საავტორო უფლებები. ვიმუშავეთ გაზიარებულ დოკუმენტებზე. გავიზიარეთ პრეზენტაციები და ინფორმაციები. ვისწავლეთ ინტერნეტის გამოყენება კვლევისთვის.
Sunday, October 21, 2018
განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები; წინარე ცოდნისა და საჭიროების შეფასების სტრატეგიები, წახალისების,თვითრეგულირებადი სწავლისა დათანამშრომლობის უნარის შესაფასებელი სტრატეგიები და პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიები.ასევე გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია.
დღევანდელი დღე იყო მეტად საინტერესო
Saturday, October 20, 2018
ვიმუშავეთ საგნობრივ სტანდარტებზე,შევიმუშავეთ და განვიხილეთ პროექტის მიზნები, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, რჩევები, შეფასების რუბრიკა,ბლუმის ტაქსონომია, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას სასწავლო პროცესში